თემქაზე ავტომობილი სკვერში შევარდა – მძღოლმა მიმალვა სცადა

თემქაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და მისი ჯებირები დააზიანა.

ამ დროს მძღოლი ავტომობილიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკვა.

იყო ავტომობილის აალების საშიშროება, რის გამოც ადგილზე სახანძრო გამოიძახეს.

შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.