თემქაზე ლიფტი ჩავარდა – მასში 6 ადამიანი იმყოფებოდა

თემქაზე, არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ლიფტში 6 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მათივე ინფორმაციით, ერთმა ქალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და ყველა მათგანი ლიფტიდან ამოიყვანეს.