თენგიზ ცერცვაძე თვლის რომ საპროტესტო აქციების ნაწილს პოპულისტური მოთხოვნები აქვთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ  მოსახლეობის მოთხოვნა ეკონომიკის გახსნაზე, იმის გამო, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, პოპულისტურია. ამის შესახებ, მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“კი, ბატონო, დავუშვათ, მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები, ალბათ, სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგარიჟებული წრეების და ტელევიზიების, ადამიანების მიმართ.რომლებიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს: “მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა”. კი, ბატონო, განცხადების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა რომ დაუყოვნებლივ მოიხნას, მსოფლიოს პრაქტიკით, ამას მოყვება ეპიდემიის ტალღების ახალი აფეთქება”, – განაცხადა მან.