თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას – ადამ კინზინგერი საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

“თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას”- ასე ეხმაურება, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. კონგრესმენის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.

“ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად”,- განაცხადა კინზინგერმა.