თვითდასაქმებულებისთვის ვაწესებთ 300-ლარიან დახმარებას – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულთათვის სახელმწიფო 300 ლარიან დახმარებას კიდევ დააწესებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს, გვესმის, რომ დიდი რაოდენობით მოქალაქეები არიან დასაქმებულები. ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობის. უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა”, — განაცხადა გახარიამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები დღეს მიიღო.