თვითმკვლელობა არ ყოფილა, ყველაფერი სამსახურიდან მოდის – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მის შვილს თავი არ მოუკლავს და მისი გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება.

“ოჯახის მხრიდან [პრობლემა] არ ჰქონია. ხანდახან როცა შემოდიოდა სახლში აღელვებული, ეს მოდიოდა სამსახურის მხრიდან. სპეციალურად ველოდებოდი, კიდევ ასე მოვიდოდა თუ არა სახლში სამსახურიდან. ეს ყველაფერი სამსახურიდან მოდის..”, – ამბობს ჯუმბერ ბაჩილაიშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, მისი შვილი სამსახურს არ აჩვენებდა, სახლიდან მუშაობის დროს კი აღელვებული იყო.

ჯუმბერ ბაჩილაიშვილმა იმ ადგილზეც ისაუბრა, სადაც თამარის მანქანა დღეს იპოვეს. მისი თქმით, ის ადგილი, პოლიციას დრონით არ დაუთვალიერებია.

“არ გაუტარებიათ არანაირი დრონი, არ ყოფილა ეგეთი რამე. არა მჯერა ეს, ტყუილია.. გზიდან რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, ეს ადგილი ხელისგულივით ჩანს 40-50 მეტრში.. დღეს რომ წავედი, ტრიალი მინდორია.. როგორ არ გამოჩნდებოდა”…

ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.