თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

,,გიდასტურებთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრაქტიკულად უსიმპტომოა. ბოლო ათი დღეა მე არ მქონია მასთან შემხებლობა. დეზინფექცია განხორციელდა. გავიკეთე ტესტი. ასე რომ, მივყვებით იმ რეგულაციებს, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.