თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, კარგად სწავლობდა მაგრამ ოროსანი მინისტრია – რომან გოცირიძე

“ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი.”- ამის შესახებ,განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით სტუდენტობისას ტურნავა კარგად სწავლობდა თუმცა როგორც მინისტრი ის “ოროსანია”

“ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი. იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს.

დღეს მისი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და, ალბათ, ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას, თუკი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.