თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” არ აკრძალულა – RSF ცრუ ინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის

საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აზუსტებს, რომ თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსი” არ აუკრძალავთ და 31 მარტს  მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

“სამწუხაროდ სტატია, რომელიც 31 მარტს RSF-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა არასწორ ინფორმაცია ეყრდნობოდ ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს ამ შეცდომის გამო, რომელიც შეძლებისდაგვარად სწრაფად გავასწორეთ”, –  ამის შესახებ RSF განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნდა.