თუ მშობელს ურჩევნია, ბავშვმა დისტანციურად ისწავლოს, ამას უზრუნველვყოფთ – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ მშობელს ურჩევნია მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, ამას სკოლა უზრუნველყოფს.

“იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში, თუ მშობლები ჩათვლიან რომ ურჩევნიათ, ბავშვმა გააგრძელოს დისტანციურად, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი”, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ნაწილი სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებს.

გადაწყვეტილება ეხება ოთხ ქალაქს – თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს.