თუ წავაგე, პოლიტიკიდან მივდივარ – ირაკლი ოქრუაშვილი

“პირდაპირ ვიტყვი, თუ წავაგე, მე პოლიტიკიდან მივდივარ”  – ეს განცხადება, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში გააკეთა.

“პირდაპირ ვიტყვი, თუ წავაგე, მე პოლიტიკიდან მივდივარ, დარწმუნებული ვარ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია ეს გამოთქმა ვიხმაროთ: “ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო”. თუ არ გაძლევს მანდატს ამომრჩეველი, მაშინ შენი გზა უნდა მონახო სხვაგან“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.