“როგორ უყურებს დასავლეთი ხელისუფლების მხრიდან ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლას და რას უნდა ველოდოთ?

სახელშეკრულებო სამართალი არ ცნობს ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლას.
დასავლეთი არ იწყებს მოქმედებას, რადგან სამართლებრივი გაგებით ჯერ არ დამდგარა 43%-იანი ბარიერის ამოქმედების საჭიროება.

თუ ეს საჭიროება დადგა, იქნება დადებული ხელშეკრულების აღსრულების მოთხოვნა. არ შესრულების შემთხვევაში, უნდა იქნას ანაზღაურებული სხვა მხარეებისთვის მთელი ზარალი პლუს სავარაუდო გაშვებული მოგება.

ასე მუშაობს ეს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც.

ასე რომ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას კობახიძის ბჟუტურს და თუ ხელისუფლებამ 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პირობა არ შეასრულა, დაელოდოს არმაგედონს…”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ცნობისთვის, ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. მათი თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არა 43%-იან ზღვარზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.