“თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” – ჟვანია ევროპული საქართველოს წევრებს

“თქვენი გადაყენებული არ გაიშვას!“ – ასე მიმართა თამარ ჟვანიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, სადაც მას გადადგომისკენ მოუწოდეს.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს სხდომიდან გააძევეს, თუმცა გოგორიშვილმა დარბაზი არ დატოვა. სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გოგორიშვილს საუბრის უფლება ჩამოერთვა და სიტყვა ლევან თარხნიშვილსა და გიორგი კანდელაკს გადაეცათ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა იმართება, სადაც ოპოზიციის მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები განიხილება.