თქვენ გაქვთ აგარაკი? მიდით, ააშენეთ, ეს მოსულა? – კალაძე აფრიკის დასახლებაზე

თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობებს ანგრევს, ადგილზე მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაკავებულია 5 ადამიანია.

კახა კალაძის თქმით, ადამიანებს, ვინც აფრიკის დასახლებაში შენობები უკანონოდ აიშენა, სახლები უკვე აქვთ და იქ “აგარაკებს აშენებენ”.

“იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული დაკავება და გარკვეული შენობა–ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ წლების მერე მოახერხონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიღებელია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახლები, მიწები და ა.შ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ.

თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიდი, წადით ააშენეთ თქვენც, მოსულა ეს? შეიძლება ამის გაკეთება? სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების დატაცებები მოხდეს”,– თქვა კალაძემ.