თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები – გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის და პარტიის პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელია. ამ თემაზე მან გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა.

ნუ საუბრობთ დიდაქტიკური ტონით, იქედან გამომდინარე, რომ ვითომ მთავარი ოპოზიციური ძალა ხართ. მთავარი კი არა თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები. რეალურად ასეა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საქმეზე კონცენტრირებული ყოფილიყო არცერთხელ გიპასუხეთ ტალახის სროლაში, მუხედავად ამისა დაკავებული ხართ ტალახის სროლით და ჭორების გავრცელებით, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, გაურკვეველია, როგორ უნდა შეასრულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის შეთანხმებები, რასაც ხელი მოაწერეს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულ მმართველობას ემხრობა.