ხუთშაბათი, 25 აპრილი , 2024, 08:44

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ასე გამოეხმაურა, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანის ბრალდებას.მისი თქმით, ბიბლიურ თავისუფლებას არანაირი კავშირი რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან არ აქვს.

“-არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტეუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს. ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და მანდ დამთავრდა ‘საბუთის აღება’

– ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი. მარტო სესიაშვილს და ღარიბაშვილს აქვთ რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელებული, თუმცა უშედეგოდ

– ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის’ წევრმა თაკო ჩარკვიანმა “მთავარი არხის” ეთერში, იაგო ხვიჩიასთან დებატების დრო დღეს განაცხადა, რომ საბუთი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარიდან ათავისუფლებს სუს-ის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაიცეს და “ბიბლიური თავსუფლება” სუს-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.