ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას ეხმიანება.

მისი თქმით, ივანიშვილის პასუხი გამწვავება და დაპირისპირებაა.

“როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება”,– წერს სააკაშვილი Facebook–ზე.

დღეს გიორგი გახარიამ გადადგა. დღესვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.