ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ საქართველოდანაც მიდის – ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, მმართელი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. 

ფორმულა ამბობს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოგვარება დაწყებული აქვს. ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა, რომელიც შვებულება პროდუქტიული აღმოჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი მიანიჭა. ფრანგული მედია წერს, რომ ამ ორდენის ყიდვა ფულითაც შეიძლება.

ფორმულასთვის აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ. ჩვენი ინფომრაციით, პარტიის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანაცვლებას გეგმავს. შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარია გაზაფხულამდე ჩამოიშორებენ.