ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სული – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას სიებში მკვდარი სულები ჰყავს.

“ეს უნდა იყოს ჩვენი გამარჯვების დღე, მაგრამ ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი.

ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სული, ძალიან ბევრი ადამიანის მისამართზე”,- წერს სააკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ოცნება აპირებს ე.წ. “კარუსელების დატრიალებას”.

“მას ჰყავს, დაახლოებით 500-700 კაციანი ბრიგადა, კარუსელებით მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთ დროულად და არ არსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას!

მინდა ვუთხრა ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა და მეორე”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი