იმ პირობებით, რაც ახლა არის, არ გავაგრძელებთ პროექტს – ღარიბაშვილი ნამოხვანჰესზე

“იმ პირობებით, რაც ახლა არის, არ გავაგრძელებთ პროექტს “- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„რაც შეეხება „ნამახვანის“ პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის ეს პროექტი და რომელიც ჩვენ დაგვხვდა, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.