ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების პასუხის ფაილს “დამპალი” დაარქვა და გაუგზავნა

ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების პასუხის ფაილს, “დამპალი” დააწერა და გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში,  ანკა ანდღულაძე ავრცელებს. როგორც ანკა ანდღულაძე წერს, ინფექციურში, ანალიზები მშობლებმა გაიკეთეს, პასუხების მისაღებად კი ანკამ საკუთარი ელექტორნული ფოსტის მისამართი დაუტოვა.

“მოკლედ ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი,აქ მოხვალ და აიღებო-ამას აწვებოდნენ,მერე როგორც იქნაა დამთანხმდნენ. იმ დღეს,2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი,მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის,მივწერე,დავურეკე და ვერ დავაჯერე,მაგრამ კარგი ვნახავთო(მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ კიდევ რომ არ გამომოგზავნეს ვრეკე,ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს,რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ სასტიკად გაღიზიანებული ვარ,თან ძალიან მეცინება. ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს,დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც”,- წერს ანკა ანდღულაძე.