იონათამიშვილი: მელია თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროში “თვითინიციატივით” იმყოფება.

“ჩვენთვის ეს საქმე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ კონტექსტში განხილული. მელიას საქმე ჩვენთვის წმინდა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.