ირაკლი ფანგანის ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს

„ალტერნატივის“ აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ნ.დ. რომელსაც ბრალად ძალადობა ედება და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.დ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.  “- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.