ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა.

რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და ულტრა-კონსერვატიული შეხედულებები აქვს. იგი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება და მას უკავშირებენ პოლიტპატიმრების წარსულში სიკვდილით დასჯას, რის გამოც “ამნესტი ინტერნეიშენალი” გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ირანის პრეზიდენტი ქვეყნის მეორე უმაღლესი თანამდებობის პირია, უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამეინის შემდეგ. სწორედ ხამეინიმ დანიშნა ებრაჰიმ რაისი 2019 წელს მაღალი რანგის მოსამართლედ.

მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც დაუწესა სანქციები მას აშშ-მ. პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯასთან ერთად, ის ასევე დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

ირანელების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე ყველაფერი გაკეთდა იბრაჰიმ რაისის გასამარჯვებლად.