ირმა ინაშვილი ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის რაიონში იყრის. ის პარტიის წევრმა დავით თარხან-მოურავმა წარადგინა.

“ნაძალადევში, იქ, სადაც არის შალვა ნათელაშვილი, ჰოდა, ყველაფერი გამოჩნდება”, – თქვა თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის კანდიდატი ნაძალადევის ოლქში შალვა ნათელაშვილია, ხოლო ქართული ოცნების – მიხეილ ყაველაშვილი.