ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან – კალაძე მეუფეების საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაზე

“ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან”- ასე უპასუხა  „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას,თუ  რამდენად მიზანშეწონილია მეუფეების „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება და ნიშნავს, თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერას.

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ. .