ისნის საოლქო კომისიაში ხატია დეკანოიძე და დავით ჭიჭინაძე არ შეუშვეს

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მივიდა და შენობაში შესვლა მოითხოვა, თუმცა ის არ შეუშვეს.

ჭიჭინაძის მისვლამდე კომისიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ ოპოზიციის სხვა წევრები, ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა, თუმცა შესვლის უფლება არც მათ მიეცათ.

აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტომრით კარტოფილი მოიტანეს.

იგივე ვითარებაა საბურთალოს, ვაკის, ბათუმის და სხვა საოლქო კომისიის შენობებთან.