ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის მთავრობამ  ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ღამის 2 საათზე შევა ძალაში.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია,  რომ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადების მიხედვით შედგა და ის ორმხრივი და უპირობო იქნება.

მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი დიპლომატები. მხარეებს შორის მედიატორის როლს ეგვიპტე ასრულებდა.