ისტორიული მისია შესრულდა, ახალი მარსმავალი მარსზე წარმატებით დაეშვა – NASA

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ახალი მარსმავალი, Perseverance-ი მარსზე წარმატებით დაეშვა. მრავალფუნქციური რობოტი “ჯეზეროს” კრატერში სიცოცხლის ნიშნებს შეისწავლის.

აქამდე NASA-მ წითელ პლანეტაზე 8 რობოტი გაგზავნა თუმცა ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა.

როვერი მარსზე 11 წუთის განმავლობაში ჯდებოდა. ავტოპილოტის საშუალებით რობოტმა დიდი ზომის პარაშუტი გაშალა, სკანირების პროგრამამ კი შეძლო მისი დაშვება სწორედ იმ კრატერთან, რომელიც მეცნიერებს ჰქონდათ განსაზღვრული.

რობოტი, რომელიც მარსზე  გაიგზავნა, 23 კამერით არის აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება.მიღებულ მასალას მეცნიერები შეისწავლიან.