იტალიაში, დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა – გრავინას მერი

იტალიაში, ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ განაცხადა, რომ დედამ შვილის მიერ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდის” მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა.

ვალენტიმ ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ დედის მხარიდან ეს მისაბაძი საქციელია.

„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ალესიო ვალენტი.

ვიდეოში მერმა აღნიშნა, რომ ძეგლის დაზიანების გამო მიყენებული “ჭრილობა” დედის საქციელის გამო ნელ-ნელა “შეხორცდება”

,,ეს ჭრი­ლო­ბა დიდ­ხანს დაგ­ვრჩე­ბა, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბას და­ი­წყებს, ასე­თი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო. მშობ­ლებ­მა უნდა ას­წავ­ლონ შვი­ლებს სწო­რად მოქ­ცე­ვა, არ უნდა და­ფა­რონ მათი ცუდი საქ­ცი­ე­ლი. მინ­და მო­ვე­ფე­რო ამ ქალს და მინ­და ბევ­რი იყოს მას­სა­ვით მა­მა­ცი”,- განაცხადა ქალაქის მერმა.

მემორიალის დაზიანების შესახებ პოსტი ფეისბუქზე 7 მაისს გამოქვეყნდა, ქალაქ პულიას მერი წერდა, რომ ძეგლზე წითელი საღებავით „ზაოდის“ მიწერით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ადამიანების ხსოვნას.