იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ენმ-საც და ევროპულ საქართველოსაც – კობახიძე

“იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ენმ-საც და ევროპულ საქართველოსაც”-ამის შესახებ,  ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ერთპარტიულ პარლამენტში, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა.

“თუ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, ამის ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს გაყალბების მტკიცება. გაგვიყალბეს PVT და 8%-იანი მაჩვენებელი. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ცესკომ გვიან გამოაქვეყნა შედეგები – ეს იყო სიყალბე და არა არჩევნები. გაყალბების ოსტატები არიან თვითონ. იქით შევედავებით გაყალბებასთან დაკავშირებით. ჯერ აყალბებდბენ არჩევნებს, ახლა გაგვიყალბეს PVT. მათი მხრიდან გაყალბებასა და რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არის მიუღებელი. არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ ოცნებას ხელი გადაუგრიხონ. იქით გადავუგრიხავთ ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობასაც და ევროპულ საქართველოსაც. უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი. ეს დაადასტურა არჩევნების შედეგებმაც. ” – განაცხადა კობახიძემ.