იცით რატომ სცემეს იმ ბიძებმა? – ჩერგოლეიშვილი 14 წლის გოგოს საქმეზე

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქობულეთში 14 წლის ძალადობის მსხვერპლ გოგოს სუიციდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აი ეს არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთს უნდა ვებრძოლოთ ქალებიც და კაცებიც! იცით რატომ სცემეს იმ ბიძებმა? საკუთარი მახინჯი “ღირსება” დაიცვეს ასე! ანუ “სახე”, რაც მათ დრომოჭმული და მახინჯი ფასეულობებით მოწამლულმა საზოგადოებამ მიანიჭა. დასაჭერები არიან ბიძები“, წერს, ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა