“კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს” – პაატა იმნაძე აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე

“კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს” -ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გუშინ, 8 ნოემბერს, გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის დასაშლელად ხელისუფლებამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

“პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე პასუხისმგებელია და  სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს. ეს არის ჩემი პასუხი”, – აღნიშნა მან.