კარანტინის გამოცხადება არ იმუშავებს, ქართველი ხალხი დაირაზმება – მიხეილ სააკაშვილი

“კარანტინის გამოცხადება არ იმუშავებს, ქართველი ხალხი დაირაზმება “-  ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში”მთავარი დებატები”ისაუბრა. მან საქართველოში ვირუსის მასობრივად გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  აჭარაში ეპიდსიტუაცია რუსეთიდან ხალხის ნეპოტიზმით შემოშვებამ გააუარესა.

“რატომ გავრცელდა ბათუმში?! იმიტომ რომ ნაცნობობით, ნეპოტიზმით მოხდა რუსეთიდან შემოყვანა ხალხის. დედაჩემი, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა  2 კვირა ჩაკეტილი ჰყავდათ პატარა ოთახში. ტურისტულ ინდუსტრიაში რაც მოხდა ეკონომიკის განადგურების რეცეპტია, პანიკის შექმნა, სწავლის გადადება, კარანტინის გამოცხადება და ა.შ ეს მეთოდები არ იმუშავებს, ქართველი ხალხი დაირაზმება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.