კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ – გომელაური

ასე ეხმაურება, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის მიერ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშების დამზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

“ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, ვის აბარებს ანგარიშს სუს-ი ეგეთი დოკუმენტი შემიძლია გავაკეთო მილიონობით და გამოვდო. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას… დეტალებში შესვლა, ვთვლი, რომ ზედმეტია. კარგი იქნება, რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ”. – განაცხადა გომელაურმა.