“კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის“…–ხუხაშვილი პომპეოს ვიზიტზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს რეგიონულ კონტექსტში განიხილავს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ახალი რეალობა კარგი ტესტია:

“რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ვიზიტი საქართველოში?
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა.
ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებულ მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები.
ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით – საქართველო.
მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ- ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით.
შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის.
იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ…“– ამბობს ხუხაშვილი. 

ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოდის.