კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? – არჩილ თაკალვაძე „ნაცმოძრაობაზე“

“რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული?” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას. ბარამიძის თქმით :  „8 წელია ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?“

„ეს ჩემი აზრით, ცინიკური და უტიფარი განცხადებაა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ობიექტური ინფორმაცია და სავარაუდო ცნობები მივაწოდეთ საზოგადოებას. ვინ დასვა ეს შეკითხვა, შემთხვევით, ერთი წლის წინ აქ ხომ არ იდგა იგივე ხალხი, ვინც ამ კომენტარს აკეთებს და ძალადობრივ შეტევას ხომ არ ახორციელებდნენ პარლამენტზე? ან ხალხს ხომ არ მოუწოდებდნენ ორი წლის წინ არჩევნებზე ზუგდიდი ავადუღოთო? ან ეგ ხალხი ხომ არ იყო, აქტივისტებს რომ დაესხნენ თავს და მერე ხალხს ეუბნებოდნენ, ეს შემთხვევითი ავარია იყოო. რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ. უნდათ რომ ისტორია და მეხსიერება წაშალონ და ჰგონიათ, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოება მოვა იმ განცდით, რომ გადაფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საარჩევნო ნიღბებით შემოსილები, ჰგონიათ, რომ ხალხს აერევა? ან გგონიათ, რომ საზოგადოებამ ვერ დაინახა ოპოზიციის ეს ნაწილი რა გაკოტრებული მოვიდა წინასაარჩევნო კამპანიაში?! თქვენც კი გაგიჭირდებათ ჩამოთვლა, რა არის მათი დაპირებები და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, რა პროგრამები და ბიოგრაფია აქვთ. არც მომავალი იციან როგორი უნდა იყოს და არც წარსული უვარგათ. რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? ეს არის ჩვეულებრივი ცინიზმი და უტიფარი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები წარმოადგინონ“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ „რადიკალური ოპოზიციაა ის, ვინც პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას ახორციელებდნენ – „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სატელიტური სისტემა, პროპაგანდის მანქანა მედია-სპეცდანაყოფები“.- აცხადებს თალაკვაძე.