კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა – ზურაბ ცინცქილაძე

“კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა “- ასე ეხმაურება, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, ნინუცა მაყაშვილზე, ყოფილი ქმრის მიერ ძალადობის ფაქტს. მისი თქმით, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, “თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ცხადია დიდი ბრალეულობა მასში ქალის არის”.

“ეს ბესოც ბრალიც არის და ის ვინც თქვა რომ გამლახაო იმისიც. როგორ თქვა რომ გამლახაო? კაცის ავკარგიანობა ცნობილია და მითუმეტეს თუ ქმარია დამოკიდებული არის მეუღლეზე. თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ცხადია დიდი ბრალეულობა მასში ქალის არის. თუ დიდია მამაკაცი ეს ქალის დამსახურებაა. ქალი საქართველოში განსაკუთრებით დასაფასებელია. მე არ მესმის ქალმა ისეთი რა უნდა დააშავოს რომ მასზე ხელი ავღმართო”- განაცხადა