კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა დატოვა.

27 მარტს მას ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და კლინიკაში რამდენიმე დღით იმყოფებოდა.

“გარკვეული დღეების განმავლობაში სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა. არჩევნებზე, კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში ვისაუბრებ, როცა ​ჩემს საქმიანობას სრულფასოვნად  დავუბრუნდები.  ყველაფერზე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას და ხედვებს” – თქვა  კალაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ.