კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კახი კავსაძეს კორონა ვირუსი აქვს და მართვით სუნთქვაზეა.

კახი კავსაძის ძმა, იმერი კავსაძე, რომელიც თავადაც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ინტერპრესნიუსთან საუბრისას ამბობს, რომ ვირუსი მთელ ოჯახს დაემართა:

„იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება. კახის კორონა აქვს, მეც მაქვს და მთელ ჩვენს ოჯახს დაგვემართა, ეს ისეთი რაღაცაა, ვერ გაიგებ, სად დაგემართება და როგორ. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ასე ვართ და 6-7 დეკემბერს სრულდება ჩვენი იზოლაცია და ყველაფერი იქნება რიგზე. მკურნალობას გავდივართ სახლში, კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ყველამ გავიკეთეთ ტესტი, როგორც წესია“, – განაცხადა იმერი კავსაძემ.