კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით.

პარტია მოქალაქეების ლოდერის შეფასებით, ელჩი დეპუტატებზე მეტად დარდობს საქართველოზე.

“კელი დეგნანი ჩვენზე მეტად დარდობს და ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. აქამდე, “ქართული ოცნება” რა წყალწყალა რეფორმებსაც სასამართლოს ტალღებად ასაღებდა, ახლა რეალურად ნამდვილი რეფორმები უნდა დავიწყოთ, ეს დიდი ეროვნული ამოცანაა,”- ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას, შეაჩერონ მოსამართლეების არჩევის პროცესი და შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება.