“კეტჩუპებსა” და აჯიკაში სიმსივნისა გამომწვევი ნივთიერება “სუდანი” აღმოაჩინეს

საშიში ნივთიერება ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტებში. უახლესი კვლევის თანახმად, “კეტჩუპებსა” და აჯიკაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება “სუდანი” აღმოჩნდა. კვლევითმა ორგანიზაციამ  41 დასახელების პროდუქტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შეამოწმა. აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.  

მწარმოებლები “სუდანს” წითელი შეფერილობისთვის იყენებენ. ნივთიერების სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ქიმიური ნაერთი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და უჯრედების გადაგვარებას. ეს არ არის პირველი კვლევა, როცა ორგანიზაცია, “მომხმარებელი.ჯი” საკვებში საშიშ ნივთიერებებს ამოწმებს. გასულ წელს, ცხრა საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა საშიში ნივთიერება, დახლებიდან პროდუქტები აიღეს, თუმცა ამის შემდეგ ახლა საშიში პროდუქტები მაღაზიებში იყიდება.

მთავარი პრობლემა კი ქვეყანაში ლაბორატორიის არ არსებობაა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა საკვებ პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება. ისინი, ვინც წლებია საშიშ ნივთიერებებს სწავლობენ, ამბობენ, რომ “სუდანის” შემცველი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიშია და მათი შემცველი პროდუქტების საკვებად გამოყენება არ შეიძლება.

ის ფაქტი, რომ საკვებ პროდუქტებს ეტიკეტზე საშიში ნივთიერების შესახებ არაფერი წერია, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. “მთავარი არხი” დაინტერესდა, კითხულობენ თუ არა მომხმარებლები საკვები პროდუქტის შემადგენლობას და სმენიათ თუ არა, რომ ყოველდიური მოხმარების პროდუქტები საფრთხის შემცველია.

5 პროდუქტი რომელშიც სიმსივნისა გამომწვევი ნივთიერება “სუდანი” აღმოაჩინეს