კობახიძე: შევხვდით სენატორ შაჰინს და ჯონსონს, მათ რჩევებს გავითვალისწინებთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორებთან შეხვედრა ჰქონდათ, მათ რჩევებს კი გაითვალისწინებენ.

“გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან – შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოში.

რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.