კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო – თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას

“კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო”- “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის განაყოფში” დარჩენილ იაგო ხვიჩიაზე ამბობს, რომ ის პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინაარმდეგ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“ეს ინფორმაცია მე მქონდა, რომ კობახიძის დავალება იყო, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამას გირჩი შეასრულებდა, მაგრამ, რომ დავალება ჰქონდა კობახიძისგან ოპოზიციაში არევისა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიედ, სიმპატიურად მიიხმარა ამაში გირჩი, ეს არის კობახიძის გზა, რომ ვაშაძე დაეშანტაჟებინათ.თქვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ეს გახლდათ გიორგი ვაშაძე, იმიტომ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვენ შესვლას და გამოსვლას ვერავინ ვერ გაიგებდა”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.