კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს – გიორგი ღოღობერიძე

”კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს”- Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს ვიდეო-მიამრთვას სადაც აცხადებს, რომ  კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

„რამდენიმე საათის წინ დაიდო სტატია. ბრიტანელმა ონკოლოგებმა ნახეს, რომ 61 წლის მამაკაცს, რომელსაც ჰქონდა სიმსივნე, კოვიდინფექციის შემდეგ, ამ ადამიანს მდგომარეობა კი არ დაუმძიმდა, პირიქით, სიმსივნე, სპონტანურად რეგრესირდა. თითქმის აულაგდა. ამ მამაკაცს 2020 წლის თებერვალში დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. ამ დროს ლიმფური კვანძები ზიანდება უმთავრესად. მას ჰოჯკინის ლიმფომას პირდაპირ მესამე სტადია დაუდგინდა ანუ ამ პაციენტს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მამაკაცს დაახლოებით, მარტში დაუდასტურდა კოვიდი… გაწერიდან 4 თვეში ამ ადამიანის თითქმის ყველა ლიმფური კვანძი ზომაში იყო შემცირებული“.- აცხადებს ღოღობერიძე მორიგ ვიდეომიმართვისას.