კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

“კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა “- პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი კოვიდინფიცირებულები იყვნე და ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.ნ. უწყების ცნობით, 2 პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

“დაჯარიმებული პირები ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2 000–2 000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.