კომენდანტის საათი ეფექტური გამოდგა, მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ეფექტური გამოდგა, ამიტომ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

“ე.წ. კომენდანტის საათი, ანუ მოძრაობის შეზღუდვა ღამის საათებში, ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და ის, რომ მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი გვაჩვენა და ამდენად, მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჯერჯერობით”,– თქვა გაბუნიამ.

ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება უახლოეს დღეებში.