კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.