კორონავირუსით ინფიცირებული 4 პრობლემური პაციენტია 2 კი კრიტიკული – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და მათგან 2-ის მდგომარეობა თითქმის კრიტიკულია.

„ჩემს ცენტრში 4 პრობლემური პაციენტია. მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ მათ გამოსავალსა და პროგნოზზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.