კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, 47 თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, 47 – თბილისში, 6 – სამეგრელო\ზემო სვანეთში, 26 – იმერეთში და 2 – გურიაში.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 3913, მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.